|
2025-04-08 14:52:08, 574 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-თან მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო სამინისტროს მეშვეობით წარდგება
აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შედგება და შესაბამისად, ინფორმაციას მათგან მიიღებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 10 აპრილს, სტამბოლში გაიმართოს. ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთი შაბათს, აშშ-სა და ირანს შორის ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს მიესალმება. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრეები ვართ. ამიტომ, ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა პესკოვმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)