|
2025-04-08 14:35:03, 539 ნახვა
პოლიტიკა
საია - ცესკოს უნანონო დადგენილების შესახებ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარვადგინეთ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით, სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სარჩელი ცესკოს 2025 წლის 3 აპრილის N22/2025 დადგენილებას შეეხება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა. "საიას შეფასებით, აღნიშნული დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას საარჩევნო უბნებზე და მათ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია. ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები დადგენილებაში, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას - ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევას, რადგან დათვალიერება მხოლოდ დროებითი გადამოწმების მიზანს ემსახურება და არა მონაცემების ჩაწერას, აღრიცხვას ან სხვაგვარ დამუშავებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებელთა უფლებების დაცვა, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია. დამატებითი ინფორმაცია და დეტალები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში". - ნათქვამია ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)