22:51 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 13:34:53, 553 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება. საპარლამენტო კომიტეტებისთვის სახელის შეცვლას ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − დიასპორის კომიტეტი ხდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი დაერქმევა; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; აგრარულ საკითხთა კომიტეტს - სოფლის მეურნეობის კომიტეტი, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics