|
2025-04-08 11:34:37, 593 ნახვა
პოლიტიკა
დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
„ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეს პროკურატურაში გზავნის. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტები პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება. დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობის გამო საქმის პროკურატურაში გადაგზავნა კომისიამ კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა. „სხდომაზე გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე“, - განაცხადა წულუკიანმა. ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ კომისიაზე მოსვლას არ აპირებს. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული. დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია", - განაცხადა წულუკიანმა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საქმეების პროკურატურაში გადაგზავნა კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)