|
2025-04-08 10:13:44, 570 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს
პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის, სემინარების სახით. „არჩევნების წინ ვხედავდით, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, ჩვეულ საქმედ იქცა, რომ ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მოწესრიგება სჭირდება. ეს საკანონმდებლო პაკეტი ორ საკითხს ეხება. პარტიების დაფინანსებას ეხება. რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისთვის თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითაც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტია „დროა"-ს ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა. რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვთ. ამიტომ, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიებების სახით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)