|
2025-04-07 19:03:06, 734 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერმა ტარიფებთან დაკავშირებით ისაუბრეს
დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სატარიფო პოლიტიკა ხელახლა განიხილოს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ზედიზედ ბოლო ხუთი წელია იაპონია აშშ-ში ყველაზე დიდი ინვესტორია და სატარიფო პოლიტიკამ იაპონური კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობებს შეიძლება ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაპონია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის მაღალი დონის გუნდს აგზავნის. „ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მოლაპარაკებებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინი ვაჭრობისას ძალიან ცუდად გვეპყრობიან. ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ, ჩვენ კი მათგან მილიონობით ავტომობილს ვიღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი ჩინეთთან!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე. ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების, ხოლო იაპონურ საქონელზე 24%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)