|
2025-04-07 16:23:34, 733 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მედალი მოიპოვა
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხვადასხვა ქართული კომპანიიდან და უნივერსიტეტიდან, რომელთაც რამდენიმე გუნდის წარდგენა შეეძლოთ, ჯამში 334-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თიბისი სახელით მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთმა, თიბისის მარკეტინგის ბრენდ მენეჯერებმა - ქეთო შურღაიამ და ანკა ნაცვლიშვილმა მარკეტერის კატეგორიაში ოქრო მოიპოვეს. საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება. კონკურსში, სხვადასხვა წლებში, თიბისის გუნდის წევრებმა მარკეტერის კატეგორიაში, ჯამში, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 4 აპრილს, 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
გამარჯვებული გუნდები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, სადაც თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან. „თიბისისთვის ახალი თაობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა ძალიან ღირებულია, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანის ახალგაზრდული შეჯიბრის მხარდაჭერა. ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, მონაწილეები საინტერესო გამოწვევებზე მუშაობენ და ღირებულ გამოცდილებას აგროვებენ. გამარჯვებულებს კი კანში განსაკუთრებული შეჯიბრი ელით, სადაც ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. ვგულშემატკივრობთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და გვჯერა, რომ მათ სახელს მალე უფრო ფართო აუდიტორია გაიგებს“ - მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი. ფესტივალზე წელს ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცა გიორგი ოკმელაშვილს. თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)