22:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 14:45:10, 572 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სენატორი შაჰინი მართალია

სენატორი შაჰინი მართალია - ივანიშვილის პრო-რუსულმა და პრო-ჩინურმა რეჟიმმა, საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ „ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა იმედგაცრუებაა“.

მისი თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს სტრატეგიული განვითარება შეაჩერეს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ.

მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს“, - წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics