|
2025-04-07 12:47:24, 548 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - პარტიებს აუქმებენ, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება
არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ფავლენიშვილმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. „საქართველო აღარ არის ოფიციალური საარჩევნო დემოკრატია, მათ შორის ბოლო პერიოდში მიიღეს ისეთი კანონები, როგორც ასეთი, დამკვირვებლის ინსტიტუტსაც კი კრძალავს ქვეყანაში. ამიტომაც, არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება. ეს ხალხი აპირებს ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას, მხოლოდ სისტემური ოპოზიციური პარტიის დატოვებას. ამიტომაც, ეს საკითხი არ მგონია, აქტუალური იყოს. ისედაც ყველამ ვიცით, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს არამკაფიო პასუხი ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. „ზოგადად, ოპოზიციას რაც შეეხება, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს, ქვეყანაში არ არსებობს რაღაც ნახევრად დემოკრატიული პროცესიც, რაც აქამდე მაინც იყო. ახლა ეგ მოცემულობაც აღარ არის. ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, თავისუფალ მედიასაშუალებებს ხურავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლომდე ანადგურებენ და ამ პერიოდში უბრალოდ ადგილი ვერ ექნება საუბარს რაღაც გეგმებზე, გარდა ქუჩის წინააღმდეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობისა. ქვეყანაში კანონი როცა აღარ კანონობს, სამართალი აღარ არსებობს, რადგან კონსტიტუციას პირველი არღვევს ე.წ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)