|
2025-04-07 11:47:39, 608 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების
სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს, „მერე რა დაიხოცება ხალხი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“. „სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი. ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან". „მაკკეინის ინსტიტუტი“ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს. „მერე რა დაიხოცება ხალხი“, „დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, ჯარისკაცები“, „მერე რა მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით იქნება სამყაროო“. როგორ უდგანან გვერდში კარგად ხედავს ხოლმე, სამწუხაროდ, ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)