|
2025-04-06 16:46:57, 964 ნახვა
მსოფლიო
ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე ირიბ მოლაპარაკებებს მოითხოვს
Reuters-ის ცნობით, რომელიც ირანის მაღალი თანამდებობის პირს ეყრდნობა, ირანი აშშ-ს მოთხოვნას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ უარყოფს. წყაროს ინფორმაციით, თეირანი იმ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ-ს სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართულობის შემთხვევაში სამხედრო დარტყმით ემუქრება. Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ირანი ტრამპის პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნას არ თანხმდება, მას კვლავ სურს ირიბი დიალოგის გაგრძელება ომანის შუამავლობით. ომანი წლებია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ირგებს. წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა "დაბრკოლებებით სავსე გზა იყოს, თუკი აშშ ამას მხარს დაუჭერს, ირიბი დიალოგი შეიძლება მალე დაიწყოს. წყაროს თქმით, ირანმა ოფიციალურად ერაყს, თურქეთს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და ბაჰრეინს აცნობა, რომ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, აშშ-ს მხრიდან მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ავტომატურად მტრულ ქმედებად აღიქმება. "ამგვარ ქმედებას მათთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება," - თქვა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)