|
2025-04-06 15:31:02, 903 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულფასოვნად უნდა ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი, რადგან მსგავს მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს. „მათ წინა სესიაზე დააყენეს ერთგვარი პირობები, რათა სრულფასოვნად ეცნოთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტრასბურგში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა შევაჩეროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგ სესიაზე იქ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ ეყოლება, რადგან შეჩერებულია, ვიდრე სრულად არ მოხდება გააზრება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ძალით არავინ ჩაატარებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნების ჩატარება, არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი. ასე თუ არ იქნება, ჩვენი წევრობა შეჩერებული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)