|
2016-03-14 14:00:33, 510 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციაში სოლიდარობის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სოლიდარობის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მარიამ ჯაშმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ ფონდში განხორციელებული დონაციის სტატისტიკა წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან დონაციის გაზრდის შემთხვევაში, ფონდს შესაძლებლობა ექნება საქმიანობის არეალი გააფართოოს. სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდის საქმიანობის ხელშეწყობისა და თანადგომისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა 100% ჩართულია სოლიდარობის ფონდისთვის დონაციაში.
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)