23:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 14:00:11, 1017 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ

მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, ასევე, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ, რადგან ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიოგრაფია ამ ქვეყანაზეა მიბმული,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ შექმნილ კომისიასაც არ აღიარებს.

„ქალბატონო მოსამართლე, მინდა გითხრათ, რომ თავს არ მივიჩნევ კანონდამრღვევად, კანონის დარღვევად რომ ჩაითვალოს, მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი. ეს არ იყო კანონიერი მოთხოვნა, უფრო მეტიც, ეს პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნილი დე-ფაქტო, ერთპარტიული დაჯგუფებაა. მთელი ეს პერიოდი დაკავებული იყვნენ ჩემი ლანძღვა-გინებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. საგამოძიებო კომისია, როცა ლეგიტიმურ პარლამენტში იქმნება, მისი ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, ეს ადამიანები ყველაზე ერთგული მხარდამჭერები არიან "ქართული ოცნების", მისი წევრები ყველაზე ლოიალურები არიან "ქართული ოცნების" მიმართ, "ქართულმა ოცნებამ" ისინი როგორც ოპოზიციური წარმომადგენლები, ისე ჩაწერა, ეს პოლიტიკური თაღლითობაა.

იმ დაჯგუფების გამოძახებაზე, რომელიც ჩემს „გაშავებას“, დისკრედიტაციას ისახავდა მიზანს, არ ვაპირებდი ასეთი კომისიის გამოძახებაზე მისვლას. საშუალებას არ მივცემ "ქართული ოცნების" დაჯგუფებას ე.წ. საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენოს.

ცხადია, მიმაჩნია, რომ ბრალი უსაფუძვლოა, მითუმეტეს, გირაო. აქ ისე იყო წარმოჩენილი, რომ მე კრიმინალი ვარ, რომელიც შეიძლება მივიმალო. ჩემი ავტობიოგრაფია ცნობილია პროკურორისთვის, მე სამჯერ არჩეული პარლამენტის წევრი ვიყავი. ახლა მე ვთქვი უარი ჩემს მანდატზე იმის გამო, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერაა აღიარებული, რომ არჩევნები მიტაცებულია. შესაბამისად, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად შექმნილი კომისიის გამოძახების შედეგად არ მივიდოდი. მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, ასევე, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ, რადგან ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიოგრაფია ამ ქვეყანაზეა მიბმული. არსად წასვლას არ ვაპირებ, არც არასდროს წავსულვარ, მათ შორის, გადატრიალების შემდეგაც, საქართველოში დავრჩი როცა გადატრიალება იყო და სიცოცხლის მოსპობა მემუქრებოდა, არც ამ შემთხვევაში წავალ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ბადრი ჯაფარიძეს შეტყობინებაც გაუგზავნეს გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც მას კითხვა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დაუსვა.

ჯაფარიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის "უცხო ნომრებიდან მიღებულ შეტყობინებებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს არიდებს, შესაბამისად, მას ის შეტყობინება არ წაუკითხავს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics