|
2025-04-05 13:35:00, 1039 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული
რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი. „რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, - წერს კაია კალასი X-ზე. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „მორიგი რუსული თავდასხმა, მაგრამ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. რუსული ძალების სარაკეტო იერიშს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა. მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე თავდასხმები ამის დასტურია“. შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)