23:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 21:15:53, 966 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - საჩივარი შეტანილია, ბრძოლა გრძელდება!

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ არ შევავსე პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ქონებრივი დეკლარაცია, რის გამოც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ, ხელფასი არ ამიღია და არ ვიყავი ვალდებული შემევსო დეკლარაცია. დღეს, მე მოვედი საქალაქო სასამართლოში და ეს საკითხი გავასაჩივრე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე. როდესაც სხდომა ჩაინიშნება, მე თვითონ დავიცავ ჩემს ინტერესებს. ბრძოლას გავაგრძელებ იქამდე მანამ, სანამ ამ ქვეყანაში სამართალი არ იზეიმებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ კომენტარს კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics