23:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 16:01:39, 685 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ!

ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ! ბელორუსში გამოუვიდათ, მაგრამ აქ ცხვირ-პირს წაიმტვრევენ - ჯერჯერობით ერთობიან, რაღაც სისულელეებს იღებენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ცესკოს მიერ გატარებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ცხვირ-პირს მამაპაპურად, ქართულად დაიმტვრევენ“.

„ბელარუსისკენ მიაჭენებენ, მაგრამ არ გამოუვათ... ბელორუსში გამოუვიდათ, მაგრამ აქ ცხვირ-პირს წაიმტვრევენ. ჯერჯერობით ერთობიან, რაღაც სისულელეებს იღებენ. ბელარუსულად უნდათ გააჭენონ, მაგრამ ცხვირ-პირს მამაპაპურად, ქართულად დაიმტვრევენ, ასე დამთავრდება ამათი [„ქართული ოცნების“] მთელი ძალისხმევა. რაღაც მამაძაღლობებით არიან დაკავებულები და უნდათ არჩევნებს რომ გააყალბებენ, ის უკვე უკანონო არ იყოს, „კანონიერი გაყალბება“ იყოს. ძალიან ცოტა ხანში ცხვირ-პირს დაილეწავენ, ეს რაღაც არ გამოუვათ. ამ ყველაფრის გაუქმებაც, გადათქმაც მოუწევთ და ხელისუფლების დათმობაც მოუწევთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვიღაც "ცუციკების" გადაადგილებით, არაფერი იცვლება“.

„ათასი ჭორი გავიგე თორნიკე რიჟვაძეზე, რომ შეიძლება გომელაურის მაგივრად გადაიყვანონ, გადმოიყვანონ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ვიღაც "ცუციკების" გადაადგილებით, არაფერი არ იცვლება“, - აღნიშნა ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics