|
2025-04-03 14:17:17, 1035 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. “საერთაშორისო საბანკო სისტემა მუდმივად ვითარდება და ადაპტირდება არსებულ გამოწვევებთან, ამისათვის კი ინოვაციასა და განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. ხელოვნურმა ინტელექტმა საბანკო სექტორის ცვლილება დააჩქარა და ნათლად დაგვანახა, რომ მისი სწრაფი ზრდა ფინანსური სექტორის სწრაფ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. Global Finance-ის საუკეთესო ბანკის ჯილდო კი სწორედ იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად ცვალებად გარემოში მომხმარებლებს გამორჩეულ სერვისებს, პროდუქტებს, გრძელვადიან სტაბილურობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს სთავაზობენ“, - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში. Global Finance-ის ჯილდოს გამოსავლენად გამომცემლობა ეყრდნობა თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას. ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: აქტივების ზრდა, გეოგრაფიულ მოცვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის ხელშეწყობა და პროდუქტის ინოვაციურობა. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად საქართველოში 2024 წელსაც დაასახელა. „ჩვენი ძალისხმევის ცენტრი ყოველთვის იყო და იქნება მომხმარებელი. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ - შევქმნათ ახალი ან განვავითაროთ უკვე არსებული საბანკო პროდუქტები და სერვისები, რათა სრულად მოვერგოთ საქართველოს ბანკის 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)