|
2025-04-03 13:21:22, 570 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, „დიფ სთეითი“ დაამარცხოს
საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები - ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. „საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები [ჰქონდეს] და ასევე, რა სავაჭრო ურთიერთობები [ჰქონდეს]. ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ვისთან გვქონდეს - რა ურთიერთობები“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ქართველი ხალხი. „ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მერე არის სხვა ყველაფერი დანარჩენი - სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები. რა არის ამაში გაუგებარი? ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ვართ მოლოდინის რეჟიმში. გულწრფელად ვიტყვი, იმ პოლიტიკის გამო, იმ მხილების გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ამ პატარა ქვეყანამ დაიწყო და მთელ მსოფლიოს დაანახა, რა არის „დიფ სთეითი“, ვინ არის „დიფ სთეითი“... სამი წლის წინ, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თქვენ მაშინ ქილიკობდით, არ გჯეროდათ. როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, პირდაპირ ამაზე საუბრობდა, ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რომ „დიფ სთეითი“ დაამარცხოს, ჩვენ ამაში ვგულშემატკივრობთ, რომ მან მოახერხოს და შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც მარტივი არ იქნება“, - აღნიშნა კალაძემ. გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტებია - „უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც ჯერ არ მომხდარა“. „ეს არის მოცემულობა, რომ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის, ეს მარტო ჩვენი მოგონილი ხომ არ არის?! ჩვენ ამაზე ცოტა ადრე, სამი წლით ადრე „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობდით, მაშინ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თქვენ დაგვცინოდით. ტრამპი, როდესაც პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“, არსებობს ჩრდილოვანი ძალა, ვინც მსოფლიოს მართავს. თურმე ეს ყველაფერი გაირკვა. ტრამპის მთავარი ამოცანა რა იყო და რა არის მთავარი მიზანი? რომელმაც ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მისი პრიორიტეტებია - უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. პროცესებს დაველოდოთ! „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. ჩვენთვის მთავარი რა არის? ჩვენ საიდან ამოვდივართ? - ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - არც ამერიკაა და არც ევროპაა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო, ხალხი და ქვეყანა“, - აღნიშნა კალაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)