|
2016-03-14 12:24:00, 953 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და სერჟანტმა დავით ჯანეზაშვილმა დიდი ბრიტანეთის უელსის პრინცის დივიზიონის ბენდთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი 12 მარტს, უელსის პრინცის დივიზიონის ორკესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის ფარგლებში, კრიკჰოუველის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონცერტამდე დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წევრები ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორ-მუსიკოსების სპეციალურ მასტერკლასებს დაესწრნენ, რომლის მიზანი ორკესტრის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესება იყო. ქართული და ბრიტანული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების ურთიერთობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც საქართველოში ბრიტანეთის არმიის ბენდი "სალამანკა" ჩამოვიდა და კონცერტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართა. „სალამანკას“ თბილისის კონცერტში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრიც მონაწილეობდა. სწორედ, ამ კონცერტმა ჩაუყარა საფუძველი ორ ორკესტრს შორის მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენელთა ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელება გახლდათ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმისთვის საქართველო დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კვლავ უმასპინძლებს. ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი ქართველ კოლეგებს პირველი სამხედრო-საჩვენებელი მარშის მოწყობაში დაეხმარება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)