|
2025-04-02 18:45:31, 3815 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე სანქციებზე - რა კორუფცია, საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?!
[სანქციები] ზოგადად, რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია მაინც , - ასე აფასებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე დიდმა ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებას. როგორც მურუსიძე აცხადებს, დასანქცირებას კორუფციასთან კავშირი არ აქვს. მისივე შეფასებით, სანქციის მიზანია, მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ. "რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია. რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში, თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა მურუსიძის კორუფციით, რა კორუფცია, საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?! ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამას კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს, სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო. საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას. ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ.. უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია მაინც“,- აცხადებს ლევან მურუსიძე „ფორმულასთვის“ მიცემულ სატელეფონო კომენტარში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)