|
2025-04-02 15:48:52, 560 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი ზერეკიძეს უსმენენ
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე გიორგი ზერეკიძეს უსმენენ. ზერეკიძე 14 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას გამოძიებამ ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ხულიგნობა დასდო ბრალად და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 6 იანვარს, გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე ბეჭის არეში დანით ერთ-ერთი ფირმის დისტრიბუტორს, 23 წლის ლევან ბოჭორიშვილს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. პირველადი ჩვენებით, ზერეკიძე ბოჭორიშვილს ფულს სძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაზარალებულმა 4-ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება და სასამართლო მაინც პირველ ჩვენებას დაეყრდნო. 2010 წლის 24 მარტს კი, გიორგის ზერეკიძის მამა მამუკა ზერეკიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინა. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ - 16 აგვისტოს, რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. მოგვიანებით მამუკა ზერეკიძის მეუღლის მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და დენის კვალი არსად იყო. გიორგი ზერეკიძე პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)