|
2025-04-01 20:44:50, 1144 ნახვა
ეკონომიკა
Civic Idea - ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმება ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის
საქართველო „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე – ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „სამოქალაქო იდეა“ ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, რომ 2025 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ახალ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სუვერენიტეტს. კერძოდ, „სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა ჩინეთის ფინანსური გავლენის ზრდის საფრთხის წინაშე დააყენოს. „აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა აშკარად ჩინეთისკენ იყო მიმართული, რაც ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს. მთავრობის გადაწყვეტილებები, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ჩინეთის მიერ დომინირებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობის გაღრმავება, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველო შესაძლოა „ვალის მახის დიპლომატიის“ მსხვერპლად იქცეს. ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეებს მოიცავს, რომელთა შორისაა ფინანსური გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ზეწოლა, კორუფციული სქემები და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში სტრატეგიული აქტივების დაკარგვის რისკი. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩინური ფინანსური ინსტიტუტები ხშირად იყენებენ „ჯვარედინი დეფოლტის“ პუნქტებს, რაც კრედიტორისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამ ვითარებაში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფინანსური სუვერენიტეტის დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება. ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან გაფორმებული შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს და არა მასში უცხო სახელმწიფოს გავლენის გაძლიერებას”, - აღნიშნულია განცხადებაში. ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/pWZea
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)