|
2025-04-01 12:28:19, 694 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - გუშინ, საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გაჟღერდებოდა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ოპოზიციაში ვისაც აქვს შნო და უნარი, უნდა გაერთიანდეს. „გეგმაზე საუბარი ოპოზიციისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. გუშინ, საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა მეტ კონკრეტიკას, მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც, თუ როგორი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა. რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, საერთო, ყოვლისმომცველი ერთობა სოლიდარობაზე უნდა იდგეს. ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ, რადგან ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის რეპრესიები, ძალადობა, კომისიასთან დაკავშირებული საკითხები, რაც გულისხმობს მათ დაკავებას ან აკრძალვას. ვისაც აქვს შნო და უნარი, რომ გაერთიანდეს, მიმაჩნია, რომ მინიმუმ მათ მაინც უნდა მოახერხონ ძალების კონსოლიდაცია. რაც შეხება გეგმას, გუშინ არაჩვეულებრივი ინიციატივა გაჟღერდა, მაგალითად, 8 აპრილის ღამეს პარლამენტის შენობის წინ დარჩენასთან დაკავშირებით, რომ 9 აპრილს დილით პარლამენტის შენობასთან შევხვდეთ, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ოპოზიციური პარტია გამოხატავს სურვილს, რომ შეუერთდეს ამ მანიფესტაციას, ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სანიკიძემ. მისი განმარტებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, რომლებიც გაერთიანებას ვერ ახერხებენ. როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, მაგალითად, პარტია „გახარია-საქართველოსთვის უფრო მეტად კონცენტრირებულია საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაზე“. ლევან სანიკიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნაში ეთანხმება, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. „ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად უფრო მეტი მოლოდინი. დამატებითი საფრთხე გაჩნდა საქართველოში, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს, 2008 წლის ომის, ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიას, ე.წ. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიერ მოთხოვნილი საზღვრის დემარკაციის საკითხს. ბოლო თვეებში იმდენად დამძიმდა პოლიტიკური ველი, რომ შესაბამისი მოთხოვნები პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული. ასევე, კარგი იქნებოდა, თუკი გამომსვლელთა სიაში ბევრი ადამიანი იქნებოდა წარმოდგენილი, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორიდან - ადამიანები, რომლებიც არიან 2008 წლის ომის ვეტერანები, ასევე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები“, - განაცხადა სანიკიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)