|
2025-04-01 10:26:43, 1036 ნახვა
ეკონომიკა
GEC Consulting - მეწარმეების და მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting — საერთაშორისო მენეჯმენტ- საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნესპროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას. კომპანიები GEC Consulting-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.
წლების განმავლობაში, GEC Consulting-ს უკვე 200-მდე პროექტი აქვს განხორციელებილი, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნესანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია. „ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“ — ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის დამფუძნებელი. საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC Consulting-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია. GEC Consulting-ი და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ-მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და როგორც გიორგი ამბობს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)