05:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 20:09:28, 829 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გვინდა დაცული ვიყოთ ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში

ჩვენი სამომავლო გზაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება - წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს.

მისივე თქმით, პარლამენტთან შეკრებილებს მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს სიტყვით.

“ნომერ პირველი ამოცანაა, ვიყოთ ბევრი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, დაუცველი, როგორც ამას “ქართული ოცნება” უმიზნებს. ეს არჩევანია: ვიქნებით დაცული ევროკავშირთან ერთად თუ იზოლაციაში - დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებული სახელმწიფო. ვინც ევროკავშირს და დაცულობას ვირჩევთ, ისინი ვიკრიბებით დღეს.

დღეს, მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საზოგადოებას, სხვა არავინ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გზას, ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება არის ამოსავალი ამოცანა. მეორე არის, წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა”, - განაცხადა ვაშაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics