|
2025-03-31 16:34:06, 743 ნახვა
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას $1.59 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
შვედეთი უკრაინას 16 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 1.59 მილიარდი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სკანდინავიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა. ეს სტოკჰოლმის მიერ კიევისთვის გადაცემული ყველაზე მსხვილი დახმარების პაკეტი იქნება. 16 მილიარდი კრონიდან 9.2 მილიარდით (დაახლოებით 910 მილიონი დოლარი) შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს. შვედეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, პაკეტი დაეხმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო ძალების შესაძლებლობებს. შვედეთის მთავრობას აქამდე უთქვამს, რომ მიმდინარე წელს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების მოცულობას გაზრდის. 2025 წელს შვედეთის ბიუჯეტიდან კიევისთვის ნაცვლად ადრე დაგეგმილი 25 მილიარდი კრონისა, 40 მილიარდი კრონა გამოიყოფა. "ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი შვედი მეგობრების მიმართ მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)