|
2025-03-27 14:32:38, 664 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება არგუმენტირებულად გავარჩიოთ
არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად გასცემენ პასუხს სასამართლოში. „ეს არგუმენტი არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატები დატოვა, არ თანამშრომლობს ამ პარლამენტთან, უფრო მეტი, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იყოს ჩათვლილი ლეგიტიმურად. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული მზად ვართ სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ნარატივს კულტივირებენ რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)