|
2025-03-26 16:04:16, 730 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ნოღაიდელი - ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ შეიძლებოდა შექმნილიყო ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმები
დიალოგის საფუძველი ქართველებსა და ოსებს შორის ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ახლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი უკვე მომხდარია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განმარტა, თუ რატომ მიიღო მაშინ ერგნეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილება. „ერგნეთის ბაზრობით დავიწყებ. კი, ერგნეთის ბაზრობას შეიძლება გარკვეულწილად ჰქონდა თავისი მნიშვნელობა რეგიონში ადამიანების დაახლოებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგნეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ, მის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. აგერ ვარ ამ ბაზრობის დახურვის მთავარი პასუხისმგებელი პირი. ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ქვეყანა, სახელმწიფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა, ფაქტობრივად, ხელშეწყობილი, თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული და შემდეგ, შესაბამისად, განხორციელებულიც. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოქმედებებს უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანივართ“, - განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობით ქართველი და ოსი ხალხი ერთად კონკრეტულ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ „სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და ეს დაუშვებელი იყო“. ნოღაიდელის განმარტებით, ამის ნაცვლად შეიძლებოდა შექმნილიყო დიალოგის სხვა მექანიზმები. „სრულიად დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ დიალოგის წარმოება. დიალოგის საფუძველი ქართველებსა და ოსებს შორის ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ახლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი უკვე მომხდარია. მის გარეშე მით უფრო კიდევ მეტად იქნებოდა შესაძლებელი. ეს შენიშვნა, რომ სხვა რამე უნდა გაკეთებულიყო, ვფიქრობ, სამართლიანია“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)