|
2025-03-26 14:07:24, 1078 ნახვა
ეკონომიკა
Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასცა
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ასინიზაციის ავტომობილი და ერთი თვითმცლელი სომხურ მხარეს ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში გადაეცა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) დაფინანსებით ჩატარდა. სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები Tegeta Commercial Vehicles-მა 2021 წელს დაიწყო, რასაც წარმატება მალევე მოჰყვა. მოგვიანებით კი კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ორი ერთეული სპეციალური სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გულისხმობდა. ირაკლი საჯაია, Tegeta Commercial Vehicles-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო ტენდერში Tegeta Commercial Vehicles-ის მორიგი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით სრულად დაგვეკმაყოფილებინა ტენდერის მოთხოვნები ავტომობილების სპეციფიკაციითაც და მიწოდების ვადებითაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ერევანში უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ავტომობილებს ადგილზე მოვემსახურებით. სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სარეგლამენტო, ისე ყველა სხვა სახის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს“.
აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისევე როგორც სომხეთის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის, რომელმაც ავტომანქანების შეძენა რაზდანში ახლად აშენებული ნაგავსაყრელისთვის გადაწყვიტა. Renault Trucks-ის პრემიუმ სატვირთო ავტომობილები და სერვისი მათი სამუშაოს შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულების გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სეგმენტისთვის განკუთვნილი Renault Trucks C, D და K სერიები გამოირჩევა საიმედოობით, საწვავის 10%-მდე ეკონომიით და სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა. -- Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს. 2022 წლიდან კი Tegeta Commercial Vehicles კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგულ კომპანია RENAULT TRUCKS-ს, რომელიც უკვე 129 წელია, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. კომპანია მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს. Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში წარმოდგენილია თურქული საავტომობილო კომპანია TEMSA-ს პროდუქციაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაში. კომპანია ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის, MITSUBISHI FUSO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა და ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომანქანებს სთავაზობს.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)