|
2025-03-26 11:54:39, 692 ნახვა
მსოფლიო
კრემლი აშშ-სთან შეთანხმებული იმ ობიექტების სიას აქვეყნებს, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს
კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული რუსეთისა და უკრაინის იმ ობიექტების სია, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს. კრემლის რწმუნებით, სიაში ჩამოთვლილი ობიექტები "ექვემდებარება ენერგოსისტემაზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს", რომელიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას. სიაში მოყვანილი ობიექტების ჩამონათვალში შედის:
კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დროებითი მორატორიუმი 2025 წლის 18 მარტიდან შედის და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს", ხოლო ორმხრივი შეთანხების შემთხვევაში შესაძლოა გახანგრძლივდეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, თავი თავისუფლად ჩაითვალოს ვალდებულებების შესრულებისგან". 18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო". კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)