|
2025-03-26 10:41:33, 841 ნახვა
პოლიტიკა
თათია ნიკოლაშვილი - ამაღლობელის დაჩაგვრით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა დანარჩენ ქალებს, რომ მათ მიმართაც იქნება სასტიკი
სტრასბურგში , ევროპის საბჭოს 48-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ევროპის საბჭოს სესიაზე სიტყვით წარდგნენ სადაც მათ ისაუბრეს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაზე, და ყურადღება გაამახვილეს და ისაუბრეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაზე და რეჟიმის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე. თათია ნიკოლაშვილის განცხადებით - “ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები. მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ . ის 38 დღე შიმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული, თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი - მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის , წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე, საპირწონედ არც ერთი მოძალადე, არც ერთი მწამებელი არ არის არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. და ბოლოს, მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით: „თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ.“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)