|
2016-03-12 16:23:13, 2958 ნახვა
Lifestyle
ნათია ფანჯიკიძე: ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს
ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს. ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის. არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე. მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე. აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)