|
2025-03-25 11:17:01, 800 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისების დანერგვის გადაწყვეტილება „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ მიიღო. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნავს, ხარისხიან სერვისს ახლა უკვე უმოკლეს დროში სთავაზობს.
კიდევ ერთი ბენეფიტი, რომელსაც მომხმარებელი სწრაფი სერვისებით სარგებლობისას მიიღებს, ეს არის მომსახურების გახანგრძლივებული ვადები. გვესმის, რომ ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე რთულია, დღის განმავლობაში ავტომობილზე ზრუნვისთვის დრო გამონახო. მივიღეთ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მომსახურების მიღება სამუშაო საათების შემდეგაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“.
სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44. პროცედურა მარტივია: „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს. „თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას - 18:00 საათამდე. სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე - 5%, სილვერზე - 7%, გოლდზე - 15%, პლატინაზე - 17%. --- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)