10:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 09:05:16, 638 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.

„ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება“, - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, გასული კვირის ოთხშაბათს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 1 133 ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics