|
2025-03-22 16:03:17, 696 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღეს, 20:00 საათზე ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე
არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს! არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! დღეს, 20:00, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. „ვისი გზა არის დაცული და უსაფრთხო? – ჩვენი, ვისაც საქართველოს ევროკავშირისკენ მივყავართ, თუ ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყანას მარტო ტოვებს, მოკავშირეების გარეშე? „ქართული ოცნება" რუსული შანტაჟის იარაღია! ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ვისაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავს – რაც მოიტანს დაცულობას რადგან მეტი ევროპა უდრის მეტ უსაფრთხოებას! ივანიშვილმა გაყალბებული არჩევნებით დაბლოკა ჩვენი გზა ევროპისკენ და საქართველო დაუცველად დატოვა – იზოლაციაში, მარტოდ, საფრთხის წინაშე! ჩვენ ვქმნით რეალურ დაცულობას, რადგან მეტი ევროპა ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ კეთილდღეობას და მეტ თავისუფლებას! „ქოცებს“ მოაქვთ მხოლოდ იზოლაცია, სიღარიბე, ძალადობა და მეტი საფრთხე – რადგან რუსეთი მხოლოდ სუსტებს და დაუცველებს ესხმის თავს! ისინი შიშს თესავენ და ქართველ ხალხს ძარცვავენ, ჩვენ კი ვიცით, როგორ მოდის დაცულობა, უსაფრთხოება, მეტი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები ევროკავშირთან სიახლოვით. არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს! არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! ვისი გზაა უსაფრთხო? – ჩვენი, ვინც ევროპისკენ მივდივართ! ვისი გზაა საფრთხის მომტანი? – ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსულ ჭაობში ტოვებს! დღეს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)