|
2025-03-20 13:52:52, 651 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულნი იქნებიან თუ დაქსაქსულები. „ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს - გაერთიანებულები იქნებიან, თუ ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ. ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ, ან ზრუნავენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლო იმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომ როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)