|
2025-03-20 13:27:26, 1091 ნახვა
პოლიტიკა
ევიკა სილინა - იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას
იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრაზე უკრაინის გარდა, ასევე ისაუბრებენ მიგრაციის საკითხზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)