14:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 02:05:05, 1362 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საწინააღმდეგო კანონები

კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საპირისპირო, საწინააღმდეგო კანონები, - v ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  რომლის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს ის, რაც დააორგანიზეს 5 დღის მანძილზე 28 ნოემბრიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ძალადობრივი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. 

„უმძიმესი ვითარება იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე არ შევიდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პარტიულ ოფისებში, ვიდრე არ ამოიღეს შესაბამისი მასალები და ვიდრე არ მიიღეს ზოგადად შესაბამისი ზომები, მანამდე გრძელდებოდა ეს ნამდვილი ომის იმიტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics