|
2025-03-19 15:03:07, 2660 ნახვა
სხვადასხვა
ვარიკოზის მოვლის საშუალებები
მათ, ვისაც ვარიკოზი აწუხებთ, ხშირად იყენებენ ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდებს, რომლებიც მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ვარიკოზისა და ვენური პრობლემების დროს. ეს პროდუქტი წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპრესიული ტრიკოტაჟის მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია "ახალი ხედვა" სთავაზობს, რომელიც შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Sigvaris არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვებრენდით და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ქსოვილის, ფერის, დიზაინისა და ზომის კომპრესიულ წინდებს, რაც მაქსიმალურად ერგება ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ სამედიცინო პრობლემას, საჭიროებასა და ინტერესს. ვარიკოზის მოვლის საშუალებების რამდენიმე კლასი არსებობს: ● პირველი კომპრესია - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. ● მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. ● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალო მიზნით, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)