16:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 21:19:51, 724 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა.მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 111-ე დღეა იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა მეორე დღეა 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს.

სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 24 საათიანი პროტესტის შესახებ, რომელიც მათი თქმით , გაგრძელდება , ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.

“ჩვენ ვართ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც ვითხოვთ “ქართული ოცნების” გადადგომას, არანაირ ახალ არჩევნებს . “ქართული ოცნების” გადადგომა ავტომატურად ნიშნავს ახალ არჩევნებს.

ჩვენი გეგმაა, 24 - საათიანი პროტესტში ყოფნა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება და გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე რუსთაველის გამზირს უნახავს”, - განაცხადა სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლერი დარჯანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics