|
2025-03-18 09:22:24, 732 ნახვა
მსოფლიო
ბენიამიმ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ. „პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა „ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში. ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს. „ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებს უტევს, რათა მიაღწიოს ომის მიზნებს, როგორც ეს განსაზღვრულია პოლიტიკური ეშელონის მიერ, მათ შორის ჩვენი მძევლების, როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების, გათავისუფლებას. ისრაელი, ამიერიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერატიული გეგმა შაბათ-კვირას წარადგინა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)