|
2016-03-11 17:44:24, 725 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი გავრცელებულ კადრებზე: ამ საქმის გამოძიება ყველანაირად იმოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე
„მსგავს ფაქტებზე არცერთი პირი არ არის დასჯილი, რაც დაუსჯელობის სინდრომის განცდას იწვევს“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერს ეკუთვნის. ომბუდსმენის შეფასებით, არცერთი ასეთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ნანუაშვილი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს საქმე რაც შეიძლება მალე გამოიძიონ. სახალხო დამცველი აქვე დასძენს, რომ თუ ეს საქმე არ გამოიძიეს და ასეთი ვიდეოების გავრცელება კვლავ გაგრძელდება ეს პირდაპირ იქონიებს გავლენას საარჩევნო გარემოზე. სამწუხაროა, რომ ასეთი პრაქტიკა კვლავ გრძელდება. ასეთი მასალების გავრცელებისთვის რეალურად დამნაშავე ადამიანები არ დასჯილან. ასეთ საქმეებზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ გამოძიებები ბოლომდე მისული არ არის და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას. უნდა ჩატარდეს რეალური გამოძიება. ჩვენ ახლა ვამზადებთ განცხადებას და ამ საკითხს მივცემთ შესაბამის შეფასებას. დაუშვებელია, როდესაც ასეთი პრაქტიკა გრძელდება. რეალურად არცერთი კონკრეტული პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებისთვის. მითუმეტეს, როდესაც საარჩევნო პერიოდი იწყება. ხელისუფლებამ ასეთ საქმეებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს და რაც შეიძლება მალე გამოიძიოს ეს საქმეები და დამნაშავეები დასაჯოს. უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა ომბუდსმენმა, რომელიც აქვე დასძენს, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმესთან. „დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, იმისათვის რათა ვერავინ ვეღარ გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა. გამოძიებას გადავეცით სპეციალური მასალები 2014 წლის დასაწყისში, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გადავეცით პროკურატურას. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი. ამ ფაქტებზე არცერთი პირი არ არის დასჯილი, რაც დაუსჯელობის სინდრომის განცდას იწვევს და ახალისებს ვიღაცეებს რომ კიდევ გაავრცელონ ასეთი ამაზრზენი რაღაცეები“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენის განმარტებით თუ ასეთი ფაქტები გაგრძელდება ეს არჩევნების სათანადოდ ჩატარებაზე დასვამს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. „თუ ასეთი ფაქტები გაგრძელდება და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო კომპანიაზე და ზოგადად საარჩევნო გარემოზე. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მოხდება თუ არა დამნაშავეების გამოვლენა თუ კვლავ ასე დაუსრულებლად გაგრძელდება გამოძიება. ამ საქმის გამოძიება ყველანაირად იმოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად ქვეყანაზე არსებულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეომასალა სავარაუდოდ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის. მასალა Youtube-ზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)