11:24 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 17:24:36, 755 ნახვა

სამართალი
სუს-ი მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ტირაჟირება არ დაუშვან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ტირაჟირება არ დაუშვან.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად,  youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება.  პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პირადი ცხოვრების ვიდეომასალა სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics