|
2025-03-17 16:43:23, 553 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი სააკაშვილზე - ხან „მაოხრებელი გზირი“, ხან ადამიანი, რომელსაც მორალის არანაირი სტანდარტი არ გააჩნია
ნებისმიერი დამოუკიდებელი დამკვირვებელი გეტყვით, რომ დანაშაული რეალური და უმძიმესია არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული კოდექსის მუხლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთან მიმართებაში და რასაკვირველია, მისი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა საზღვარი რომ უკანონოდ გადაკვეთა ერთია, თუმცა მიზანი კიდევ უფრო მძიმეა. „სააკაშვილი პოლიტიკური ლიდერი იყო და დღესაც პოლიტიკური ლიდერია, მაგრამ ნებისმიერი დამოუკიდებელი დამკვირვებელი გეტყვით, რომ დანაშაული რეალური და უმძიმესია არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული კოდექსის მუხლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთან მიმართებაში და რასაკვირველია, მისი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. აქ საუბარი მხოლოდ პიჯაკების შესყიდვაზე არ არის. აქ ლაპარაკია ადამიანის ქმედებაზე, რომელმაც გადაწყვიტა, ეს ქვეყანა ფეხქვეშ ამოედო. ზუსტად ამას აკეთებდა ყველა თავისი მოქმედებით, განცხადებით და კონკრეტული ნაბიჯებით. ასე რომ, დანაშაული, საზღვარი რომ გადაკვეთა ერთია და მიზანი ხომ კიდევ უფრო მძიმეა? იქამდე ხომ კიდევ ჰქონდა დამტკიცებული დანაშაულები? თუნდაც გირგვლიანის თემაზე, რომელმაც საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთი იმდენად დაამახინჯა, რომ დღევანდელ თაობას კიდევ მძიმე ტვირთად მოსდევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ხან „მაოხრებელ გზირს“ უწოდებენ, ხან ადამიანს, რომელსაც მორალის არანაირი სტანდარტი არ გააჩნია. თუნდაც პატრიოტიზმი სხვა რამ ჰგონია. ფიქრობს, რომ საქართველოში თვითონ შემოიტანა კულტურა, როდესაც ქართველები ბრტყელი კუდებით, დიდი ულვაშებით და მუცლებით ცეკვის მეტს არაფერს აკეთებდნენ სანამ ეს არ მოვიდა. ამას ეგეთი შეგნება აქვს, რომ აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონია. თვითონ ასეთ განცხადებებს აკეთებს და ამ პერიოდში ამ ფსიქიკის ადამიანი ისეთ დანაშაულებს უშვებს, რომელიც სახიფათოა ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)