10:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 14:12:34, 516 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი გლდანის საპატიმროდან რუსთავში გადაიყვანეს

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავში ასევე გადაიყვანეს საბა მეფარიშვილი, თუმცა უცნობია, რუსთავის რომელ პენიტენციურ დაწესებულებაშია ის მოთავსებული.

„სამწუხაროდ, დღეს გადაიყვანეს. არ ვიცით მისი მდგომარეობა, რა მოხდა, რა საფუძვლით გადაიყვანეს. სხვა პატიმრები დატოვეს, მხოლოდ ომარი რატომ გადაიყვანეს? საბაც გადაყვანილია რუსთავში, არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია ისიც მე-12-ე დაწესებულებაში არის თუ არა. მიზეზი არის ის, რომ ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ. შესაძლოა, პენიტენციურს შიში აქვს რომ სხვა პატიმრებმაც, ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთმანეთთან არ დაიწყონ მოლაპარაკება, ინფორმაცია არ გაცვალონ და ასე შემდეგ. ეს იქნება სავარაუდო მიზეზი. გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, პოლიტიკური სარჩული დაედო რომ განაცალკეონ ეს ადამიანები, სხვა პატიმრებზეც გავრცელდება ეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics