05:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 12:54:44, 546 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა, პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა

დღევანდელ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი მისი მორიგი ბრალდების სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურად ერთვება.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. 

თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის . ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი მასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.

ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი  მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის  გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს." აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 4,5 წელი მიუსაჯა. მოსამართლე ჯინჯოლიამ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი და განაჩენს 12 მარტის გადაწყვეტილებაც დაუმატა  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯამში ოლიგარქის სასამართლომ მესამე პრეზიდენტს დღეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics