12:44 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 16:47:35, 559 ნახვა

მსოფლიო
Reuters - გერმანულმა პარტიებმა თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სახელმწიფო სესხის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ  მომავალ კვირაში პარლამენტში კენჭისყრამდე მწვანეების პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყარო უყვება.  

წყაროები გერმანიის პარლამენტიდან Reuters-ს უყვებიან, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირები სესხის შეთანხმებას უკვე განიხილავენ. ხოლო, კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეთანხმების გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.  

მერცს სურს, რომ გერმანიის მოქმედმა პარლამენტმა დაამტკიცოს 500 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსება ინფრასტრუქტურისთვის და ასევე მსხვილი ცვლილებები სესხის აღების წესებში, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამხედრო ხარჯების გაზრდას შეუწყობს ხელს.  

Reuters წერს, რომ მერცი, რომელმაც გასულ თვეში არჩევნებში გაიმარჯვა, ცდილობს სახელმწიფო სესხის აღების წესებში ცვლილებები ახალი პარლამენტის შეკრებამდე, 25 მარტამდე, მოასწროს, რადგან ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილებები შესაძლოა დაბლოკოს გაფართოებულმა ულტრა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა.  

საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას და სავარაუდო სამომავლო კოალიციურ პარტნიორს, სოციალ-დემოკრატებს მწვანეების მხარდაჭერა სჭირდებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics