05:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 17:14:27, 551 ნახვა

მსოფლიო
მედია - რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა

რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყნის სამხედრო ნაწილებმა ქალაქის ცენტრში რუსული დროშა აღმართეს. გავრცელებული ცნობით, სუჯის ცენტრალურ მოედანზე რუსული არმიის მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სადესანტო ბატალიონი შევიდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ბრიგადა კურსკიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდა.

უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკს რეგიონში გასული წლის 6 აგვისტოს შეიჭრნენ და ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ქალაქი უკრაინის არმიის მომარაგების ლოგისტიკური ადგილი იყო.

რუსული მედიის მტკიცებით, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 400-მდე ტანკი დაკარგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics