|
2025-03-12 12:09:12, 401 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მზად ვარ, ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია
მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია,- ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა. ბოკუჩავა აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებს, რომელიც მისივე თქმით, შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს. „არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ბოკუჩავას განცხადებით, „ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ“. „11 წლის მანძილზე საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას ეძებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ მათ ამის ვერცერთი მტკიცებულება ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯებიო, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ, მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავრილოვის მასპინძლობისთვის დაიხარჯა. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც გავრილოვის სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას აპროტესტებდნენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს და აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი“.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)